28 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ქვეყანაში AstraZeneca-თი ამ დროისთვის სამედიცინო სფეროს 4414 წარმომადგენელი აიცრა - Pfizer-ის​ პირველი დოზა კი ხვალიდან შემოვა

ეკატერინე ტიკარაძე AstraZeneca-ს პრეპარატით საჯაროდ აიცრა. უწყების ხელმძღვანელმა არჩევანი იმ კლინიკაზე გააკეთა, რომელსაც რამდენიმე წელი თავად ხელმძღვანელობდა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით ამ დროისთვის 4414 სამედიცინო მუშაკია აცრილი. Pfizer-ის​ პირველი დაპირებული დოზა კი საქართველოში ხვალ შემოვა.

ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით რეგიონებში შეხვედრები დაიწყო. 

მესამე ტალღის მოლოდინსა და რისკების გათვალისწინებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იმუნიზაციის უალტერნატივობაზე საუბრობენ. ექიმების განცხადებით, მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმის საფუძველი არ უნდა გახდეს და აღნიშნავენ, რომ არსებულ რისკებს სარგებელი აჭარბებს.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრისთვის იმუნიზაცია პანდემიის კონტროლის და ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი შემადგენელი ნაწილია.

უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით და გამოცდილების გათვალისწინებით ქვეყანაში ვაქცინაცია გრძელდება. იმუნიზაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და უკვე 65 წელს გადაცილებულ პირებს ჩაუტარდებათ. მათ, ვისთვისაც პრეპარატი განსაზღვრულია - Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის არჩევანის საშუალებაც ექნებათ.

დღის ამბები