28 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
ოპოზიცია და "ოცნება" ევროპული მედიაციით დიალოგის გაგრძელების მოლოდინში - მხარეთა წითელი ხაზები კვლავ უცვლელია

საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ევროსაბჭოს მედიაცია გრძელდება - კვირის ბოლოდან ქვეყანაში ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ბრუნდება. 

ინფორმაცია ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა "ტვიტერით" გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ სწორედ ახლაა მხარეებს შორის კომპრომისების მიღწევის დრო. 

მხარეთა პოზიციები უცვლელია - ოპოზიციისთვის წითელი ხაზი კვლავ ვადამდელი არჩევნები და მათი თქმით, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გათავისუფლებაა, ამ მიმართულებით დათმობას კი არც "ქართული ოცნება" აპირებს. 

რა ფორმატით განახლდება მოლაპარაკებები, ჯერ უცნობია. 

კრისტიან დანიელსონი, რომელმაც საქართველოში მოლაპარაკებების ერთი ეტაპი უკვე დაასრულა, საქართველოში კვირის ბოლომდე მეორედ ჩამოვა და მედიაციის ახალ პროცესს დაიწყებს. შარლ მიშელის ეს გადაწყვეტილება დღეს დადებითად შეაფასა ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.

დღის ამბები