28 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გამივლია ლეგიტიმური მიზეზების გამო - ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მას სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გაუვლია, თუმცა, სამხედრო სამსახურისთვის თავი არ აურიდებია და ყველაფერი კანონიერად მოხდა.

მისი თქმით, იმ ასაკში, როდესაც სავალდებულო სამხედრო სამსახური უწევდა, მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. 

​"​არა, არ გამივლია, თავი არ ამირიდებია, ლეგიტიმური მიზეზების გამო მოხდა ასე. მუშაობაც საკმაოდ ადრე დავიწყე და ბავშვიც მყავდა იმ ასაკში, ასე რომ, კანონმა გამათავისუფლა"-აცხადებს მინისტრი. 

დღის ამბები