28 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
"ჩაქაფულს ჭამს ჯარისკაცი აღდგომაზეო და ეს ნეგატივში ჩაგვითვალეს"- თავდაცვის მინისტრი ოპონენტებზე

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ოპონენტები აბსურდულ ბრალდებებს უყენებენ თავდაცვის უწყებას როგორც ჯარისკაცების ფეხსაცმლის, ასევე საკვების ტენდერებთან დაკავშირებით. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ხელისუფლების ოპონენტებს არ სჯეროდათ, რომ ჯარისკაცების "ბათინკი" ორიგინალი წარმოების იყო და ამის გარკვევას კომპანიებში წერილების გაგზავნით ცდილობდნენ. მინისტრის თქმით, ასევე უსამართლოა კრიტიკა კვებასთან დაკავშირებითაც:

"ჩაქაფულს ჭამს ჯარისკაცი აღდგომაზეო და ეს ნეგატივში ჩაგვითვალეს," - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ "დღის კურიერის" ეთერში.

მისი თქმით, ჯარის კვების ხარისხი, ამ ეტაპზე, უპრეცედენტოდ მაღალია.

დღის ამბები