28 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
გერმანია კორონავირუსის გამო დაწესებულ ლოქდაუნს 18 აპრილამდე ახანგრძლივებს

გერმანია კორონავირუსის გამო დაწესებულ ლოქდაუნს 18 აპრილამდე ახანგრძლივებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ვიდეოკონფერენციაზე მიიღეს, რომელსაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და გერმანიის ფედერალური მიწების მეთაურები ესწრებოდნენ.

ქვეყანაში შეზღუდვები 16 დეკემბრის შემდეგ მოქმედებს, რომელიც ინფიცირების ფონზე დაწესდა.

theguardian-ის ცნობით, გერმანიაში COVID-19-ის ახალი შემთხვევების მატება ფიქსირდება, ვაქცინაცია კი მოსახლეობის მხოლოდ 9%-ს აქვს ჩატარებული. მთავრობა შიშობს, რომ აპრილში ინფექციის მკვეთრი ზრდა იქნება, რასაც საავადმყოფოების გადატვირთვა მოჰყვება. 

 

ავტორი: ქეთი მაისაშვილი

დღის ამბები