28 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის - სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას, რომლის მიხედვით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება, Twitter-ზე ეხმაურება.

"მადლობა ბატონო პრეზიდენტო. ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის. სანამ ჩვენ ბატონი დანიელსონის დაბრუნებას ველით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენოს და დეპოლარიზაციის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის იმუშაოს," - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში.

დღის ამბები