28 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ადგილობრივების ტერორი სოფელ ყარაჯალარში - ფულის გამოძალვა ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით

თანხის გამოძალვა ქურდული საერთო სალაროსთვის. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით გარდაბნის მუნიციპალიტეტში კრიმინალური წარსულის პირები მოქმედებდნენ, თუმცა მიდიოდა თუ არა თანხა ე.წ. ობშიაკში, ჯერ გასარკვევია.

ფულის გამოძალვა და ადგილობრივების ტერორი სოფელ ყარაჯალარში ხდებოდა. 

ორი მამაკაცი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ყარაჯალარში ადგილობრივებს ფულს სძალავდა, სამართალდამცველებმა დააკავეს. წარსულში არაერთხელ ნასამართლევი ხანპოლათ პირიევი და ელიმდარ აბდულაევი ”ქურდული სამყაროს” მიერ შემუშავებული სქემით მოქმედებდნენ.

თანასოფლელებს აშინებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ე. წ. ობშჩიაკისთვის თანხა უნდა მიეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ან ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდნენ.

ჩატარებული სპეცოპერაციისა და დამნაშავეების დაკავების მიუხედავად, ადგილობრივებს კამერებთან საუბრის ეშინიათ. 

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ფაქტზე დაიწყო. წარდგენილი ბრალი 4-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები