28 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორედ ჩამოვა - ამის შესახებ შარლ მიშელი Twitter-ზე თავად წერს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი twitter-ის გვერდზე კრისტიან დანიელსონის საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს.  როგორც შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს, შვედ დიპლომატთან ერთად საქართველოში მედიაციის შედეგად მიღწეული პროგრესი შეაფასა.  

"დანიელსონთან ერთად შევაფასეთ საქართველოში მედიაციის შედეგად მიღწეული პროგრესი. საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე საჭირო კომპრომისების დროა. დიპლომატიური წარმომადგენელი კვლავ გაემგზავრება, რომ მედიაცია გაგრძელდეს," - წერს შარლ მიშელი. 

დღის ამბები