28 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
"გირჩი" ოპოზიციური პარტიების უმრავლესობასთან თანამშრომლობის რესურსს ვეღარ ხედავს და მოლაპარაკებებს "ქართულ ოცნებასთან" იწყებს

"გირჩი" სამოქმედო სტრატეგიას ცვლის. პოლიტიკურ პლატფორმაში ფიქრობენ, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობასთან თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა, რადგან, მათი თქმით, კოლეგების უმრავლესობა კომპრომისულ შედეგზე ორიენტირებული არ არის.

შესაბამისად, "გირჩი" კრიზისიდან გამოსვლის მიზნით ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს "ქართულ ოცნებასთან" გეგმავს. შეხვედრის თარიღი უცნობია, მაგრამ ცნობილია "გირჩის" პირობა შეთანხმებისთვის - უბარიერო საარჩევნო სისტემა.

არსებულ სიტუაციაში პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი კვლავ დასავლელ პარტნიორებზე გადის ბარიერგადალახული ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებისთვის.

ისინი დიალოგის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ, თუმცა არ აპირებენ გადახედონ მოთხოვნებს, რომლებიც ჩაშლილი დიალოგის პროცესში დააყენეს.

ვადამდელი არჩევნები და ე.წ. პოლიტპატიმრები მათთვის კვლავ წითელ ხაზად რჩება. პოლიტიკური ძალები "ოცნებასთან" ინდივიდუალურ კონსულტაციებს გამორიცხავენ.

ქვეყანა უკვე მეხუთე თვეა პოლიტიკური კრიზისის პირობებში ცხოვრობს. ამ ფონზე ვითარების დასასტაბილურებლად, ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებას გეგმავს. მეორე ნაწილი კი 15 მაისს მასშტაბურ აქციას აანონსებს.

დღის ამბები