28 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
პოლიტიკური განაცხადი გაკეთებულია - გადადგომიდან ერთ თვეში გიორგი გახარიამ დაბრუნება დააანონსა

ერთთვიანი დუმილი დარღვეულია. ყოფილი პრემიერ-მინისტრი გეგმებზე დღეს ალაპარაკდა. სოციალურ ქსელში დაწერილ 6 სიტყვაში კი თქვა მთავარი - პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

"ქართული ოცნების" უმრავლესობისთვის ყოფილი ლიდერის პოზიცია მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა მმართველ გუნდში გიორგი გახარიას პოლიტიკური გეგმების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ნაწილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკაში დაბრუნების განაცხადი მედიასაშუალებებით შეიტყო.

გახდება თუ არა გიორგი გახარია და მისი მომავალი გუნდი ოპოზიციური პარტიებისთვის კიდევ ერთი პარტნიორი ძალა, ეს ჯერჯერობით ბუნდოვანია. უმრავლესობას გახარიასთან შეკითხვები აქვს - პირველ რიგში, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განმარტებებს და კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ.

პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ იმაზეც, რომ გიორგი გახარიამ პოლიტიკურ მომავალზე ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის რანგში იზრუნა. მისი გადადგომის პარალელურად მთავრობის ადმინისტრაციაში თანამდებობები დატოვეს გახარიას თანამოაზრეებმა, მათ შორის პირველი ადმინისტრაციის უფროსი კახა ქემოკლიძე იყო, ის ახლა სწორედ ყოფილი პრემიერის გუნდის წევრად სახელდება. ასევე არ არის გამორიცხული, ყოფილი პრემიერის გვერდით აღმოჩნდეს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს გიორგი გახარიას მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, რომელმაც ჯერ კიდევ ნოემბერში დატოვა პოსტი. 

მთავრობის მეთაურის პოსტი გიორგი გახარიამ მას შემდეგ დატოვა, რაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე გუნდთან ვერ შეთანხმდა. 

დღის ამბები