28 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
აბიტურიენტთა რეგისტრაცია გრძელდება - რა წესების დაცვით ჩატარდება წელს ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია გრძელდება. ამ დროისთვის რეგისტრირებულია 19 000-მდე აპლიკანტი.

2021 წლის ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 1-ლ მარტს დაიწყო და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. პირველ ეტაპზე აპლიკანტმა სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები უნდა შეიყვანოს, შემდგომ აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. არჩეული საგნების შეცვლა ან დამატება, ასევე, საგამოცდო ენის ცვლილება რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, 15 აპრილამდე შეეძლებათ.

2021 წელს გამოცდებზე მისულ აბიტურიენტებს კვლავ მოუწევთ იმ ძირითადი რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ პანდემიის პირობებში შეიმუშავა. სავალდებულო იქნება დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება.

22 მარტის მონაცემები კი ასეთია: ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 19200-მდე აბიტურიენტმა გაიარა. მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დასადასტურებლად კი 14 000 მსურველია დარეგისტრირებული.

ავტორი: თამარ თათარაშვილი

დღის ამბები