28 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
25 მარტიდან COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებას 65 წელს გადაცილებული ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს

იმუნიზაციისა და ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა დღეს საქართველოში ვაქცინაციის ახალი ტაქტიკა შეიმუშავეს.

25 მარტიდან COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებას 65 წელს გადაცილებული ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს.

სხვა ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზების საკმაოდ დიდი მარაგია, ამიტომ თვის ბოლოდან, ნაცვლად მხოლოდ 75+ ასაკობრივი ჯგუფისა, 65+ კატეგორიის ადამიანებიც შეძლებენ იმუნიზაციას. 

მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს არამხოლოდ AstraZeneca-ს, არამედ Pfizer-ის ვაქცინაც ექნება.

მოქალაქეები კი თავად გადაწყვეტენ, რომელი პრეპარატით აიცრებიან. არჩევანი უკვე გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც AstraZeneca-ს ინექციას გაიკეთებს.

საქართველოში იმუნიზაციის პროცესი ჯერჯერობით ნელი ტემპით, თუმცა მაინც გრძელდება. უკვე აცრილია 3853 მედიკოსი.

რაც შეეხება ვაქცინის მარაგს, ქვეყანას AstraZeneca-ს 43 000-ზე მეტი დოზა აქვს. კვირის ბოლომდე კი დამატებით 30 000 დოზა Pfizer-ის პრეპარატიც შემოვა. 

დღის ამბები