28 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას საქართველოში მხარი დაუჭირეს - რიკარდ იოზვიაკი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა  ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას საქართველოში მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი twitter-ის გვერდზე აქვეყნებს. 

ის წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს არ დაუკონკრეტებიათ, როდის იგეგმება დანიელსონის ქვეყანაში დაბრუნება. 

"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს საკითხი განიხილეს. ფართო დებატები არ გამართულა. დანილესონს მხარი დაუჭირეს, თუმცა თარიღი, თუ როდის დაბრუნდება ის, ჯერჯერობით უცნობია," - წერს რიკარდ იოზვიაკი ტვიტერში. 

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტოს დატოვა. ქვეყნის დატოვებამდე დანიელსონმა 9 საათიან მედიაციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

 

 

დღის ამბები