28 ნოემბერი 2024,   20:55
ვრცლად
დიალოგის პერსპექტივა - როგორია პოლიტიკური დღის წესრიგი და რამდენად არსებობს სივრცე შეთანხმებისთვის

ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციურ პარტიებში, მოლაპარაკების პროცესის ჩაშლაზე სრულ პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებენ. შექმნილი კრიზისული ვითარების მიუხედავად, ოპოზიციაში დიალოგის გაგრძელების პერსპექტივას კვლავ ხედავენ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მედიატორები პროცესის განახლების სურვილს ისევ გამოთქვამენ.

ოპოზიციაში ასევე ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას კომპრომისებზე წასვლას საზოგადოებრივი რეაქცია აიძულებს.

პირდაპირი დიალოგისთვის მზაობა საჯაროდ დააფიქსირა "გირჩმა," თუმცა ამ დროისთვის პარტია ტექნიკურ დეტალებზე შიდაკონსულტაციებს მართავს და კონკრეტიკისგან თავს იკავებს.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ დიალოგის საწარმოებლად კარი მხარეებს შორის კვლავ ღია რჩება, შესაბამისად, "ქართული ოცნების" წევრების მოსაზრებით, შექმნილ ვითარებაში, შეთანხმების მისაღწევად სივრცე კვლავ არსებობს. მედიატორებთან ერთად თუ მათ გარეშე, "ქართული ოცნების" ლიდერები დიალოგის გასაგრძელებლად ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

მედიატორების ჩართულობის მიუხედავად, მოლაპარაკების პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

დღის ამბები