28 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
როგორია მოსახლეობის ნდობა AstraZeneca-ს ვაქცინის მიმართ - მწარმოებელი კომპანია მიიჩნევს, რომ ვირუსი ზაფხულის ბოლომდე კონტროლს დაექვემდებარება 

მოსახლეობის ნაწილი AstraZeneca-ს კვლავ საფრთხის შემცველად ვაქცინად აღიქვამს, ნაწილი კი ალტერნატივას სხვა პრეპარატის გამოყენებაში ხედავს. უნდობლობის დაძლევა მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გახდა. AstraZeneca-ს ვაქცინის მიმართ მოსახლეობის ნდობის აღდგენაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

AstraZeneca-ს ვაქცინის მიღებისკენ მოუწოდებს თავის მოქალაქეებს კოლუმბიის პრეზიდენტი. ივან დიუკი მზად არის პრეპარატი საჯაროდ გაიკეთოს.

პრეპარატის მიმართ მოქალაქეთა ნდობის გასაზრდელად, AstraZeneca-ს ვაქცინით ქვეყნის პირველი პირები საჯაროდ იცრებიან. ნდობის დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად, ვაქცინაციის მაჩვენებლები მაინც იზრდება.

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებამ AstraZeneca-ს უსაფრთხოებასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით, ბევრ ქვეყანას, 13-დან 12-ს, გადაწყვეტილება შეაცვლევინა და პრეპარატით მოსახლეობის აცრა მათ მალევე განაახლეს.

არსებული და დაანონსებული რეგულაციების გამკაცრების ფონზე, კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებელი კომპანია BioNTech-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი უგურ შაჰინი კი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის გათვალისწინებით ევროპის უმეტეს ქვეყნებსა და აშშ-ში ზაფხულის ბოლომდე, კორონავირუსი კონტროლს დაექვემდებარება.

მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესი 133 ქვეყენაში მიმდინარეობს, ამ დროისთვის 430 მილიონი ადამიანია აცრილი.

დღის ამბები