22 წლის ახალგაზრდა, რომელსაც გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში საკუთარი მამის მკვლელობას ედავება, საქმის 2 თვიანი ძიების შემდეგ დააკავეს.
ის მომხდარის გარემოებების აღწერისთვის პოლიციამ სოფელ ნატანებში, იმ სახლშიც დაკითხა, სადაც 21 იანვარს 60 წლის ამირან ფალავანდიშვილი ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით გარდაიცვალა.
გურიის სოფელში ადგილობრივებს უჭირთ ვერსიებზე საუბარი, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მამას და შვილს შორის უთანხმოების, შემდეგ კი მკვლელობის მიზეზი.
მათ საეჭვო არც უშუალოდ მკვლელობის დღეს შეუნიშნავთ, გარდა იმისა, რომ არც ფაქტის გახმაურების დროს და არც შემდგომ, სოფელში გარდაცვლილის შვილი აღარ უნახავთ.
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.