28 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
პანაშვიდი რუსული ოკუპაციის პირობებში - ადამიანები ჭირისუფალთან მისვლას ოკუპანტის აგრესიული პოლიტიკის გამო ვერ ახერხებენ

პანაშვიდი რუსული ოკუპაციის პირობებში. საოკუპაციო ზოლთან მობილიზებული სამართალდამცველები და ადამიანები, რომლებიც ჭირისუფალთან მისვლას ერთმორწმუნე მეზობლის აგრესიული პოლიტიკის გამო ვერ ახერხებენ.

დათა ვანიშვილის სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი ოკუპანტებმა 2011 წელს მავთულხლართებით გაყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავები და ოჯახის წევრები ჰყავდა, სახლი მაინც არ დატოვა. უკანონო გადაწყვეტილებას სიცოცხლის ბოლომდე 10 წლის განმავლობაში ებრძოდა. 

10 წლის განმავლობაში საქართველოში რუსული ოკუპაციის შედეგებს მაღალი დონის სტუმრები სწორედ ხურვალეთში ეცნობოდნენ. შეხვედრა დათა პაპასთან ჯონ მაკკეინის, პეტრო პოროშენკოს, ლეხ კაჩინსკის და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელების ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო.

დათა პაპა 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა. დათა ვანიშვილს ხურვალეთში ხვალ, 15 საათზე, დაკრძალავენ. როგორც გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებისგან პირობა მიიღო, რომ სამგლოვიარო პროცესიაზე მისულ ნათესავებს და ოჯახის წევრებს შეფერხების გარეშე გაატარებენ.

დღის ამბები