28 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
დათა პაპას მაგალითი გვიჩვენებს, რა მძიმე დღეში არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხურვალეთში პოლიტიკოსები და საზოგადეობის წარმომადგენლები ჩავიდნენ

ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოს დათა პაპას ხვალ დაკრძალავენ. მას პატივს მიაგებენ საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები. ხალხი ხურვალეთთან იკრიბება, რომ დათა პაპას მადლობა უთხრას ღირსეული ბრძოლისთვის რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

"დათა პაპას მაგალითი გვიჩვენებს, თუ რა მძიმე დღეში არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ნახევარი მეტრის დაშორებით ცხოვრობდა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან და უდიდეს ზეწოლას განიცდიდა ოჯახთან ერთად. მან ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლა თავისი მიწა-წლის შენარჩუნებისთვის,"- უთხრა "კურიერს" ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა. 

"ეს ადგილი არის, სადაც კარგად ჩანს, რამდენად ვერაგი და ველურია რუსული სახელმწიფო, რომელმაც ეზოში გაუყვანა მავთულხლართი ჩვენს თანამოქალაქეს და მეორეს მხრივ, ეს არის ადგილი შეუგუებლობის ამ ყველაფერთან, როდესაც ამ მოხუცმა ადამიანმა თქვა, არ შევეგუები ოკუპაციას, არ დავტოვებ ჩემ სახლს, ჩემი მიწაა და საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე, გმირობის მაგალიათია ჩვენთვის ყველასთვის,"- აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის "დროა" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია. 

დათა ვანიშვილის ეზოში, რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები 2011 წელს გააბეს. ის საოკუპაციო ხაზს მიღმა 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. დათა პაპა 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

დღის ამბები