28 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ღვთისმშობლის სახელობის ხატი მიიტანეს

ჭყონდიდის ეპარქიაში მართლმადიდებლობის ზეიმის დღის აღსანიშნავად საზეიმო წირვა ჭყონდიდელ მიტროპოლიტთან ერთად კიდევ 12-მა მღვდელმთავარმა აღავლინა. მათ ქადაგების დროს მეუფე სტეფანეს მხარდაჭერა აღუთქვეს.

თავად მეუფე სტეფანე კიდევ ერთხელ მოუწოდებს 8 მარტის ინცინდენტში მონაწილე პირებს, მათ შორის, ჟურნალისტებს, სინანულისა და შენდობის თხოვნისკენ.

დღესვე "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ათონის მთიდან ჩამოტანილი ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ხატის ასლი დააბრძანეს, რომელიც ტაძარში ერთი კვირა დარჩება.

დღის ამბები