28 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩის თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა
საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბელგიაში საქართველოს ელჩის მიერ თანამდებობის დატოვებას წერილობით გამოეხმაურა.
 
უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, დიპლომატს თანამდებობის დატოვება სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით გადაწყვეტილი ჰქონდა.
 
"მადლობას ვუხდით ქალბატონ ნატა საბანაძეს გაწეული სამსახურისთვის. აღნიშნულ მისიაში მისი მოღვაწეობა დატვირთული იყო მრავალი წარმატებული ნაბიჯით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.
 
აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ნატა საბანაძე ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად საქმიანობდა რვა წლის განმავლობაში.
 
უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც 16 მარტს გაიმართა.
 
მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი შეხევდრა ერვოკავშირთან, რომელიც 2019 წლის შემდგომ პანდემიის ფონზე პირველად გაიმართა და ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა თავისი შედეგებით," - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
 
ბრიუსელში საქართველოს ელჩმა ნატა საბანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საბანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, თუმცა წასვლის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
დღის ამბები