28 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
ხელვაჩაურში "მუყაოს ქალაქის" მოსახლეობამ ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა

ხელვაჩაურში, ე.წ. მუყაოს ქალაქის მოსახლეობამ ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.

ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან საცხოვრებელ ფართებზე ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ.

საუბარია კორპუსზე რომლის მშენებლობაც დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო, რომელიც დასახლებაში მცხოვრები ეკომიგრანტებისა და სოციალურად დაუცველებისთვის არის გათვალისწინებული.

აქციის მონაწილეების განცხადებით მიუხედავად დაპირებისა ამ დრომდე უცნობია მიიღებენ თუ არა ბინებს აღნიშნულ კორპუსში. ამბობენ რომ მშენებლობა დაიწყო თუმცა არ არსებობს კონკრეტული დოკუმენტი რაც მათთვის საცხოვრებლით დაკმაყოფილების გარანტი გახდება.

პროტესტის ნიშნად მათ დაახლოებით 15 წუთით გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს რის გამოც სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებული იყო. ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა აღდგენილია.

აქციის მონაწილეებსაჭარის მთავრობა წერილობით გამოეხმაურა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეციალური სამთავრობო კომისია სწავლობს "მუყაოს ქალაქის" მაცხოვრებელთა მდგომარეობას და ფართები კრიტერიუმების მიხედვით გადანაწილდება. პროცესში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატი და წითელი ჯვარის აჭარის ორგანიზაცია.

დღის ამბები