28 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
დარღვევით გაფორმებული მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები - რატომ უწევს ყაზბეგის მერიას ორმაგი ხარჯის გაწევა

უხარისხო რეაბილიტაციაზე დახარჯული საბიუჯეტო თანხები ყაზბეგში - როგორც ირკვევა, მთიან რეგიონში უკვე ტრადიციად იქცა ხარვეზებით შესრულებული სამუშაოები, რის გამოც მერიას ორმაგი ხარჯის გაწევა უწევს.

აუდიტის დასკვნით, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები დარღვევით ფორმდებოდა.

სოფელ სიონის ამბულატორია დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ძნელი მისახვედრია, რომ პირველადი სამედიცინო დახმარების შენობა რამდენიმე თვის წინ გარემონტდა. ყაზბეგის მერიამ სოფლის მედპუნქტის შესაკეთებლად ათასობით ლარი გამოყო.

სამუშაოების დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ირკვევა, რომ შენობის კედლების შიდა და გარე მხარეები დაბზარული, ბათქაში კი, ჩამოცვენილია. ხარვეზებით არის შესრულებული სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც.

დღის ამბები