28 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
უბედური შემთხვევა თუ განზრახ მკვლელობა - საგარეჯოში 60 წლამდე კაცს ტრაქტორი დაეჯახა და გარდაიცვალა 

ნოდარ პავლიაშვილის ცხედარი საგარეჯოში, სოფელ კაკაბეთში ადგილობრივებმა ტყის მიმდებარედ იპოვეს. 60 წლამდე კაცს გვიან ღამით ტრაქტორი დაეჯახა, მიღებული დაზიანებების შედეგად კი გარდაიცვალა. პირი, რომელიც ტრაქტორს მართავდა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უბედური შემთხვევა თუ განზრახ მკვლელობა - გარდაცვლილის ოჯახი ფიქრობს, რომ პავლიაშვილის სიცოცხლე გაუფრთხილებლობას ემსხვერპლა, თუმცა თანასოფლელს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

გარდაცვლილი და ტრაქტორის მძღოლი იმედა მარგებაძე თანასოფლელები იყვნენ. ნოდარ პავლიაშვილის ნათესავები იხსენებენ, რომ შემთხვევამდე ორივე მეზობელ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა და მათ შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, სწორედ ამ მიზეზით გამორიცხავს პავლიაშვილის ოჯახი განზრახ მკვლელობის ვერსიას.

იმის გამო, რომ შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა, ინციდენტს თვითმხილველები არ ჰყავს. 

იმედა მარგებაძის ოჯახის პოზიცია ამ დრომდე უცნობია. "კურიერმა" მათთან დაკავშირება დღეს რამდენჯერმე სცადა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მარგებაძე სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, გამოიკითხა არაერთი პირი, მიმდინარეობს ექსპერტიზებიც

დღის ამბები