28 ნოემბერი 2024,   20:55
ვრცლად
ოპოზიციის გეგმები- ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები დიალოგის მაგიდიდან კვლავ ქუჩაში ინაცვლებენ

მედიაციის პროცესის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმაზე გადადის. უცვლელი მიზნის - ვადამდელი არჩევნებისა და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების მისაწევად, იცვლება სტრატეგია და სამოქმედო არეალი. დღეს, პარლამენტის წინ შეკრებილმა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა 15 მაისს თბილისში მასშტაბური აქცია დააანონსეს. იქამდე კი პოლიტიკოსები რეგიონებში გასვლას და მოქალაქეებისთვის იმის ახსნას გეგმავენ, რამდენად აუცილებელია ქუჩის პროტესტში მონაწილეობა.

საპროტესტო მოძრაობას უერთდებიან, თუმცა ოცნებასთან მოლაპარაკებების გზით კომპრომისის შესაძლებლობაზე საუბრობენ "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელში". პოლიტიკურ ძალებში ამბობენ, რომ თუ მმართველი პარტია რეალურ დათმობებზე წავა, ოპონენტების თვითმიზანი ქუჩის მანიფესტაციები ნამდვილად არ იქნება.

საპროტესტო აქციებს კონსტრუქციულობაზე უარის თქმად აღიქვამს ხელისუფლება, თუმცა მოლაპარაკების გაგრძელების რესურსს მმართველ პარტიაში მაინც ხედავენ. 

კოლეგა ოპოზიციონერებისგან განსხვავებული ხედვა აქვთ "გირჩში". პოლიტიკური პლატფორმის ლიდერები "ოცნებასთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აანონსებენ. 

"გირჩთან" ინდივიდუალური მოლაპარაკებებისთვის მზაობას გამოთქვამენ "ქართულ ოცნებაში". სახელისუფლებო პარტია ოპოზიციურ ძალასთან დიალოგის დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს. გარდა ამისა, უმრავლესობაში ამბობენ, რომ შეხვედრის სურვილი სხვა პარტიებასაც აქვთ, თუმცა ვის - ამაზე კონკრეტულად არ საუბრობენ.

დღის ამბები