28 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
შეფერხდება თუ არა მედდის გარდაცვალების გამო ვაქცინაციის პროცესი - ექიმების თქმით, ტრაგიკული შემთხვევა სკეპტიციზმის საფუძველი არ უნდა გახდეს

ვაქცინაციის შემდეგ დაღუპული ექთნის ამბავმა საქართველოში, შესაძლოა, იმუნიზაციის პროცესს ხელი შეუშალოს.

ვიდრე მეგი ბაქრაძის სიკვდილის ზუსტი მიზეზი დადგინდება, ვაქცინაციის ტემპებს საქართველოში, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს.

ტრაგიკულმა შემთხვევამ გაამძაფრა შიშები თავად სამედიცინო პერსონალს შორის, მიმართვიანობის შემცირების გამო ვაქცინაციის პროცესი ზოგიერთ რეგიონში საერთოდ შეჩერდა.

მაგალითისთვის, ლანჩხუთში დარეგისტრირებული 13 მედიკოსიდან აცრაზე 7 არ გამოცხადდა.

პროცესის მიმართ სანდოობის გაზრდისთვის უკვე აიცრნენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ექიმები. მედიკოსების თქმით, ანაფილაქსიური შოკი, რომლის გამოც ახალციხეში მედდა გარდაიცვალა, მხოლოდ ვაქცინაციას არ ახასიათებს და შესაძლოა, მსგავსი ალერგიული რეაქცია მოჰყვეს მედიკამენტის, ან საკვების მიღებას. ამიტომ, ტრაგიკული შემთხვევა ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმის საფუძველი არ უნდა გახდეს.

დღის ამბები