28 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
მმართველი გუნდის შეთავაზება და ოპოზიციის პასუხი - "ქართული ოცნება" ახალ დღის წესრიგზე გადასვლას აპირებს

უშედეგოდ მიმდინარე მოლაპარაკებების მეხუთე თვეს "ქართული ოცნება" ახალ დღის წესრიგზე გადასვლას აპირებს. დღეს პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა მოლაპარაკების გაგრძელებაზე, აქვე ისიც დაამატა, რომ ოპოზიციის ნაწილს შეთანხმება არ სურს.

მმართველი გუნდის მტკიცებით, მათ დიალოგის ფორმატში სამი მსხვილი კომპრომისული საკითხი წარადგინეს, ოპოზიციამ კი - არცერთი.

ოპოზიციისთვის "ოცნების" განცხადებები პროპაგანდისტულია, რაც, მათი შეფასებით, საზოგადოების თვალში ოპოზიციის დესტრუქციულ ძალად წარმოჩენას ემსახურება. პარტიებში ამბობენ, რომ მმართველი გუნდის შეთავაზება საერთაშორისო პარტნიორების შეურაცხყოფაცაა.

ოპოზიციური პარტიები კრიზისის ხელოვნურად შექმნის ბრალდებას ხელისუფლებას უბრუნებენ და ამბობენ, რომ ოცნება დღეს შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს.

მმართველ გუნდში დღეს არ გამორიცხეს, ევროპელ პარტნიორებთან გაუთქმელობის პირობის გადახედვაზე იმსჯელონ.

დღის ამბები