7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიაში. ქვეყანაში ცუნამის საშიშროება გამოცხადდა.
მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები იაპონიის დედაქალაქშიც იგრძნობოდა. სტიქიის გამო, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ინფორმაცია ნგრევის, ან მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.