28 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ერთადერთი, რაზეც უარი განვაცხადეთ, ეს არის კაპიტულაცია და ხელისუფლების ჩაბარება - ირაკლი ქადაგიშვილი

მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციამ ვერ შეძლო ვერცერთი კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა მოლაპარაკების პერიოდში. "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ საჭიროა ახალ დღის წესრიგზე გადასვლა. დღეს შეხვედრები პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში ჩატარდა.

ლიდერებმა შექმნილ კრიზისზე იმსჯელეს. როგორც პარტიაში განმარტეს, ოპოზიციას ნებისმიერ დროს შეუძლია პარლამენტში შესვლა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციასთან მმართველ გუნდს მნიშვნელოვანი წინადადებები ჰქონდა.

"რა საკითხიც შეიძლება ყოფილიყო მნიშვნელოვანი, ყველა ამ საკითხზე მნიშვნელოვანი წინადადებები შევთავაზეთ, რომელთა გარშემოც შეიძლებოდა რეალური შეთანხმების მიღწევა. ერთადერთი, რაზეც უარი განვაცხადეთ, ეს არის კაპიტულაცია და ხელისუფლების ჩაბარება. მოლაპარაკება ამა თუ იმ ფორმატით აუცილებლად გაგრძელდება,"-ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები