რუსეთის ქალაქ კალინინგრადში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის გუნდს ამჯერადაც დამაჯერებლად მოუგო. თამაში ქართველი ბორჯღალოსნების დიდი უპირატესობით წარიმართა, რაც შეხვედრის პირველ ნახევარშიც აისახა.
ქართველმა მორაგბეებმა რუს "დათვებს" 23:6 სძლიეს.
მომდევნო შეხვედრაში, 28 მარტს, 15 საათზე, "ბორჯღალოსნები" რუმინელ "მუხებს" მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე" დაუპირისპირდებიან.
მატჩს გულშემატკივრებიც დაესწრებიან. ქვეყანაში მოქმედი კოვიდ 19-ის რეგულაციების შესაბამისად, მატჩის ბილეთების მხოლოდ 30 პროცენტი იქნება ხელმისაწვდომი.