28 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
"გავიდნენ რეგიონში, დაელაპარაკონ იმ ხალხს, 67%-მა რომ თქვა, რომ პარლამენტში უნდა შევიდნენ" - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის გეგმებზე

ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს, რომ საქართველოს მასშტაბით რეგიონებში ჩასვლა იგეგმება, "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან. ოპოზიცია გეგმავს, მოსახლეობას შეხვდეს და დეტალურად აუხსნან სამომავლო გეგმები. 

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რეგიონეში ოპოზიციას ის ადამიანები გასცემენ პასუხს, რომლებიც მათ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ. 

"გავიდნენ რეგიონში, დაელაპარაკონ ხალხს, იმ ხალხს, 67%-მა, მათმა ამომრჩეველმა რომ თქვა, რომ პარლამენტში უნდა შევიდნენ. ის ხალხი თავად გასცემს მათ პასუხს. გავიდნენ და ნახონ, რეალურად რა აწუხებთ ჩვენს მოქალაქეებს, რა არის რეალური პრობლემები და არა ის გამოგონილი საკითხები, რომელზეც ვხედავთ, რომ უკვე ჩვენი ევროპელი კოლეგებიც კი პირდაპირ მოუწოდებენ, რომ დაანებონ ხელოვნურ კრიზისების შექმნის იმიტაციას თავი და მიხედონ რეალურ საკითხებს,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები