"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი ამტკიცებს, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ ფერდობზე არსებული ნაპრალების შესახებ თბილისის მერიამ ჯერ კიდევ 2019 წელს იცოდა, ამის შესახებ ჩხარტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პოლიტიკოსი მოითხოვს, ჩატარდეს კვლევები და შეჩერდეს პერიმეტრზე მიმდინარე ყველა მშენებლობა, რადგან, მისი თქმით, მეწყერი საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.