28 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
"შუქჩამქრალი მოდიოდა, კომენდანტის საათი იყო" - საგარეჯოში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები კონფლიქტს გამორიცხავენ

60 წლამდე მამაკაცის ოჯახის წევრები, რომელიც საგარეჯოში გარდაცვლილი იპოვეს, დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ პრეტენზიას ადამიანის განსაცდელში მიტოვების გამო გამოთქვამენ. საუბარია შემთხვევაზე, როდესაც ნოდარ პავლიაშვილს ტრაქტორით თანასოფლელი დაეჯახა, შემდეგ მიიმალა და მიღებული დაზიანებებით ტყეში დატოვა.

ცხედარს სოფელ კაკაბეთში ტყის მიმდებარედ მიაკვლიეს. მას თავზე და სხეულზე მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა.

გარდაცვლილის ოჯახში მხარეებს შორის კონფლიქტს გამორიცხავენ. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. 

"უბედურება შეიძლება მოხდეს და მრავალი მომხდარა, მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ გადაუარა და მიაგდო ესე. არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო განზრახ შემთხვევაზე, შუქჩამქრალი მოდიოდა, კომენდანტის საათი იყო. მთელი ღამე მამაჩემი გარდაცვლილი იყო, ამაზეა საუბარი რომ ესე არაკაცურად მოიქცა. ესე უთქვია პოლიციელებისთვის, რომ სანათი გაანათა და მერე ისევ დაბრუნდა სახლში,“ -ამბობს გარდაცვლილის შვილი, დალი პავლიაშვილი.

 

დღის ამბები