28 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
მათი პროტესტის არავის ეშინია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ადამიანის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია - მამუკა მდინარაძე ოპოზიციის აქციებზე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის პროტესტის არავის ეშინია.

"მათი პროტესტის არავის ეშინია, მიუხედავად იმისა რომ ყოველი ადამიანის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. 

შეუძლებელია პროტესტი დაუპირისპირდეს სამართალს და უზენაისობას. ჩვენ არ წავალთ სახელმწიფოს და სამართლის წინააღმდეგ ეს არც ჩვენ მორალში ზის და არც ხალხი გვაპატიებს,"-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ დღეიდან საგანგებო რეჟიმზე გადადიან და აქციებს აანონსებენ.

დღის ამბები