28 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
წინადადებები ისევ დევს მოლაპარაკების მაგიდასთან და მზად ვართ, კვლავ გავაგრძელოთ ამ თემებზე საუბარი - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნებაში" პოლიტსაბჭოს შეხვედრა დასრულდა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ შეხვედრის დროს ერთ-ერთი განსახილველი თემა ჩაშლილი მოლაპარაკებები იყო. 

მისი თქმით, კომპრომისული ნაბიჯები და წინადადებები, რომელიც მმართველი გუნდის მხრიდან გადაიდგა, კვლავ დევს მოლაპარაკების მაგიდასთან და კვლავაც მზად არიან, ამ თემებზე საუბარი გაგრძელდეს. 

"ჩვენ დღეს დეტალურად ჩავაყენეთ ყველა საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა საქმის კურსში და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის კომპრომისული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ჩვენი მხრიდან და წინადადებები ისევ დევს მოლაპარაკების მაგიდასთან და შეუძლია ოპოზიციას, ნებისმიერ მომენტში მიიღოს გადაწყვეტილება და ამ საკითხების მიმღებლობის შესახებ და ნებისმიერ მომენტში, ჩვენ მზად ვართ, რომ კვლავ გავაგრძელოთ ამ თემებზე საუბარი. თუმცა, ძალიან სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებების ეს ეტაპი კონკრეტული შედგით ვერ დასრულდა. ჩვენს ოპოზიციას, რადიკალურს განსაკუთრებით, ანუ, მათ მნიშვნელოვან ნაწილს არ ეყო გამბედაობა, რომ საკუთარი ამომრჩევლისთვის ეთქვა სიმართლე, რომ შეუძლებელია სახელმწიფოს და სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წასვლა და რომ ქართულ ოცნებას ნამდვილად ჰქონდა უამრავი კომპრომისული ნაბიჯი, უამრავი კომპრომისული წინადადება, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო წასვლა," - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები