28 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
თურქეთმა დატოვა საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთას ისახავს მიზნად

თურქეთმა საერთაშორისო კონვენცია დატოვა, რომელიც მიზნად ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთასა და მასთან ბრძოლას ისახავს. განკარგულებას ხელი თურქეთის პრეზიდენტმა მოაწერა.

კონვენციას თურქეთის მმართველი პარტიის წევრები აკრიტიკებდნენ. მათი განცხადებით, სტამბოლის კონვენცია ისლამურ ნორმებს ეწინააღმდეგება.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან ქალთა უფლებადამცველები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.

თურქეთში, გასულ წელს, სამასი ქალი გენდერულად მოტივირებული მკვლელობის მსხვერპლი გახდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, მონაცემებით, თურქეთში ქალთა თითქმის 40% ძალადობის მსხვერპლია.

დღის ამბები