28 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
არც მიფიქრია გამეკეთებინა თუ არა, მაგალითი უნდა ვყოფილიყავი ჩემი კოლეგებისთვის - გუგა ქაშიბაძე ვაქცინაციაზე

დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის ჩატარებით, ის კოლეგებისა და მოქალაქეებისთვის მაგალითის მიმცემი უნდა გამხდარიყო. როგორც ქაშიბაძე ამბობს, ვაქციაცია კორონავირუსთან ბრძოლაში ერთადერთი გამოსავალია. 

"ბევრი კითხვა არც დამისვამს და არც მიფიქრია, გამეკეთებინა თუ არ გამეკეთებინა. იმიტომ რომ ვგრძნობდი, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ვარ, გარკვეული მაგალითიც უნდა ვყოფილიყავი ჩემი კოლეგებისთვის, ჩემი მედდებისთვის და ჩემი პაციენტებისთვის. იმიტომ რომ, ვერც კი წარმომიდგენია, ექიმმა ამაზე როგორ უნდა თქვას უარი. ვაქცინა გუშინ, ან გუშინწინ არ მოუგონიათ, მით უმეტეს, ყველას გათავისებული გვაქვს, რომ კოვიდის საწინააღმდეგო ბრძოლაში, ამაზე უკეთესი გამოსავალი დღესდღეობით, არ არსებობს,“ - ამბობს გუგა ქაშიბაძე. 

დღის ამბები