28 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
მკაცრი მითითება, აცრა ჩატარებულიყო მრავალპროფილურ კლინიკაში იყო Pfizer-ის და არა AstraZeneca-ს შემთხვევაში - ჯანდაცვის მინისტრი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი განმარტავს, რატომ გადაწყდა რომ ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში ჩატარდება. 

ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ AstraZeneca-ს შემთხვევაში, მწარმოებელთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, არ ყოფილა მოთხოვნა, რომ ვაქცინაცია კონკრეტულად განსაზღვრულ კლინიკებში ჩატარებულიყო. მისი თქმით, განსხვავებით Pfizer-ისგან, AstraZeneca-ს ვაქცინაცია შესაძლებელი იყო ჩატარებულიყო ყველა იმ წერტილში, სადაც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ჩვეულებრივი რუტინული ვაქცინაციის პროცესი. 

"ჩვენ Pfizer-ის შემთხვევაში გვქონდა მკაცრი მითითება, რომ ვაქცინაცია უნდა წარმართულიყო მრავალპროფილურ სტაციონარებში, ვინაიდან Pfizer-ს გააჩნია მეტად უფრო ხშირი გვერდითი მოვლენები. AstraZeneca-ს შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გავიარეთ ყველა კონსულტაცია მწარმოებელთან, მწარმოებლის მხრიდან მსგავსი მოთხოვნები დაყენებული არ ყოფილა და ის შესაძლებელი იყო ჩატარებულიყო ყველა იმ საიტზე, სადაც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ჩვეულებრივი რუტინული ვაქცინაციის პროცესი. ბავშვების შემთხვევაში და ასევე, გრიპის ვაქცინის შემთხვევაშიც.

სწორედ იქედან გამომდინარე, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს გააჩნია ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან ხანგრძლივი თანამშრომლობა ყველა იმ დაწესებულებასთან, რომელშიც მიმდინარეობს დღემდე საქართველოში ყველა ვაქცინაციის პროცესი, ჩვენ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან, ეს რისკები დაყენებული არ ყოფილა. ამ შემთხვევაში, ეს ცვლილება, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ემყარება მხოლოდ იმ კრიტიკულ გამოცდილებას, რომელიც საქართველომ, სამწუხაროდ, საკუთარ თავზე განიცადა,“ - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

დღის ამბები