28 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
იყო თუ არა ვაქცინის შენახვის წესები დარღვეული - ჯანდაცვის მინისტრის თქმით, იმავე დღეს აცრილ 9 ადამიანს გართულება არ ჰქონია

იყო თუ არა ვაქცინის შენახვის წესები დარღვეული - "ღამის კურიერის" ეთერში ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, ეს ფაქტი მოკვლეულია და იმავე დღეს, ვაქცინის იგივე დოზით კიდევ 9 პაციენტი აიცრა, რომლის შემთხვევაშიც, არანაირი გართულება არ დაფიქსირებულა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ მოვიკვლიეთ ეს ფაქტი და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, იმ დღეს ერთიდაიგივე დოზით აიცრა კიდევ დამატებით 9 პაციენტი, რომლის შემთხვევაშიც გართულება არ დაფიქსირებულა. ვალდებულება ჩვენ გაგვაჩნია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, ვინაიდან თქვენ იცით, რომ ყველა ვაქცინა არის მკაცრი კონტროლის ქვეშ და შესაბამისად, მიწოდებული იქნა მათთვისაც ის სერიული ნომერი და ყველა ის გართულება დეტალურად, რომელსაც ჰქონდა საქართველოში ადგილი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები