28 ნოემბერი 2024,   20:55
ვრცლად
გოგი წულაია პატიმრობაში რჩება - მთავარი არგუმენტი მოწმეებზე შესაძლო ზეწოლაა

სექსუალურ დანაშაულში ბრალდებულ გოგი წულაიას მოთხოვნის მიუხედავად, საქალაქო სასამართლოში პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუთში დაიხურა. მოსამართლემ მიზეზად სავარაუდო დანაშაულის ხასიათი დაასახელა. 2 საათიანი განხილვის შემდეგ წინასწარი პატიმრობის შეფარდების მოტივად კი მოწმეებზე ზეწოლის რისკი.

პოლიტიკოსის მიმართ ბრალად წარდგენილი ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედების ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, სავარაუდოდ,  დაზარალებული ქალის მიერ 16 მარტს გაკეთებული ვიდეოჩანაწერი გახდება. მასალის არსებობა დღეს წულაიას ადვოკატმაც დაადასტურა. თუმცა თქვა, რომ მისი შინაარსით სექსუალური მოტივაცია არ დასტურდება. 

პროკურორის თქმით, წულაია ჩანაწერში ჩადენილ ქმედებას ადასტურებს. საქმის მასალებში დევს სავარაუდო მსხვერპლის დაკითხვის ოქმი და ნაქირავები ბინიდან ამოღებული ნივთებიც.

წინასწარ პატიმრობაში დატოვება წულაიას ოჯახისათვის საქმის პოლიტიკური კონტექსტის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. დღეს მედიასთან პირველად გამოჩნდა დაკავებულის მეუღლე, რომელმაც შემთხვევა პროვოკაციად შეაფასა და დაკავების რეალურ მიზეზად პოლიტიკოსის განცხადებები დაასახელა.

 

დღის ამბები