28 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
კიდევ ერთი განაჩენი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე - გადაწყვეტილება სათათბირო ოთახში გასვლის გარეშე გამოცხადდა

კიდევ ერთი განაჩენი შაქარაშვილის საქმეზე - 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის ძალადობის ეპიზოდზე 5 სრულწლოვანი ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. დაკავებული 5 პირიდან ოთხს 5-5 წლიანი პატიმრობა, ერთ პირს - მორაგბე ვასილ მახარაძეს კი 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

თენგო ბარბაქაძის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და მას განჩინების დასაბუთება გაუჭირდება, რადგან საქმეში საკმარისი მტკიცებულება არ დევს.

ყველაზე მძიმე სასჯელი  ვასილ მახარაძემ მიიღო, ის 18 ივნისის ღამეს "ტოიოტა ქამრის" ავტომობილს მართავდა და იმ პირებთან ერთად გადაადგილდება, რომლებიც მოსამართლე ბიძინა სტურუამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში გაამტყუნა.

მას გამოძიება გური ამირხანაშვილსთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა, რასაც მახარაძე არ აღიარებს. მორაგბე ამ მსჯავრდებულებს შორის ერთადერთი იყო, რომელმაც სასამართლოს ჩვენება მისცა, დუმილის უფლება არ გამოიყენა და მომხდარის შესახებ კითხვებს უპასუხა.

დღის ამბები