28 ნოემბერი 2024,   20:55
ვრცლად
ვაქცინის შედეგად განვითარებული ანაფილაქსიური შოკის პირველი მსხვერპლი მსოფლიოში - შესაძლებელი იყო თუ არა 27 წლის ექთნის გადარჩენა საქართველოში

27 წლის ექთანი, რომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა - დასკვნა გამოძიებამ უნდა დადოს. ახალციხის კლინიკაში შესულია რეგულირების სააგენტოც.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ანაფილაქსიური შოკის განვითარების შემდეგ ყველა ჩარევა დროულად ჩატარდა, თუმცა კლინიკა "იმედში" ამ დრომდე არ ამბობენ, კონკრეტულად,  რა სასწრაფო დახმარება გაუწიეს ახალგაზრდა ქალს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით გამოძიება დაიწყო. დაიკითხნენ ექიმები.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ვაქცინაციისას კიდევ ერთი რთული ალერგიული რეაქცია გამოვლინდა.

მედიკოსების განცხადებით, რისკების მიუხედავად, ინფექციის დამარცხებისთვის ვაქცინაციას, ჯერჯერობით, ალტერნატივა არ აქვს.

ამიერიდან AstraZeneca-თი ვაქცინაცია საქართველოში მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდა. ვაქცინაციის ახალი პროტოკოლი კი უკვე დეტალურად განსაზღვრავს, რა ზომები უნდა მიიღონ მედიკოსებმა, ანაფილაქსიური რეაქციის დროს.

დღის ამბები