28 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ლეგიტიმაციის პრობლემის დანახვის შემთხვევაში, "ქართული ოცნება" თანახმა იყო 2022 წელს დაენიშნა რიგგარეშე არჩევნები  - ვახტანგ მეგრელიშვილი 

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ მისთვის მისაღები და მოსაწონი იყო შეთავაზება, რომელიც პირველივე შეხვედრაზე ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა  პირველივე შეხვედრის დროს წარადგინა. 

"იყო შემოთავაზებული ვერსია, უბრალოდ, ეს ვერსიები იცვლებოდა, ბევრი ვერსია იყო შემოთავაზებული და გზა იყო მინიშნებული, რომელიც მარტო მე მომწონდა. მე ძალიან მომწონდა ის შემოთავაზება, რომელიც ბატონმა კრისტიანმა მოიტანა პირველივე შეხვედრის დროს და იქ ეწერა ის, რის გამოც, ჩვენ მთელი ოპოზიცია გაგვებუტა, გაგვიბრაზდა, როდესაც ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი იმისათვის, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ შელახვოდა ღირსება ახალი არჩევნების დანიშვნის გზით. ეს არის რეალურ შემდეგი ადგილობრივი არჩევნები, რომელიც იგივე სისტემით უნდა ჩატარდეს, რა სისტემითაც ჩატარდა 31 ოქტომბრის არჩევნები. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ პოლიტიკური ვითარება ამ ერთი წლის განმავლობაში მკვეთრად შეცვლილია, "ქართული ოცნება" იდეაში, თანახმა იყო იმ კონსტიტუციური  პრინციპის გათვალისწინებით, რომელიც 8 მარტის შეთანხმებაზე მოხდა, იგივე გაეკეთებინა 2022 წლისთვის, ანუ 2022 წელს დაენიშნა რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდებოდა რომ "ქართული ოცნების" ლეგიტიმაციას პრობლემა აქვს შემოდგომაზე,“ - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი. 

 

დღის ამბები