28 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
ერთადერთი პირობა და ვალდებულება, რაზეც ამ სავარაუდო შეთანხმებაშია საუბარი, პარლამენტში შემოსვლაა - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთადერთი პირობა და ვალდებულება ოპოზიციის მხრიდან, რაზეც სავარაუდო შეთანხმებაში არის საუბარი, პარლამენტში შემოსვლაა.

ეს განცხადება მან კრისტიან დანიესლონის მედიაციით გამართულ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

"ერთადერთი პირობა და ვალდებულება ოპოზიციის მხრიდან, რაზეც ამ სავარაუდო შეთანხმებაში არის საუბარი, წარმოიდგინეთ და პარლამენტში შემოსვლაა. ერთადერთი, რაც მათ მხარეს დევს, არის სწორედ ეს საკითხი. დანარჩენი "ქართული ოცნების" მიერ შესასრულებელი ვალდებულებებია. თუკი ისინი სათანადო მიდგომას გამოავლენენ, შეთანხმება ამ შემთხვევაში მიღწევადია. ოღონდ ოპოზიციამ, რომელიც აქამდე არ გამოირჩეოდა რაციონალური მიდგომით, ეს უნდა გამოიჩინოს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ოპოზიციასა და მმართველი გუნდის ლიდერებს შორის შეხვედრა კრისტიან დანიელსონის მედიაციით დღეს შედგა. დიალოგი დღეს ევროკავშირის ოფისში 4 საათს გაგრძელდა. 

დღის ამბები