28 ნოემბერი 2024,   20:55
ვრცლად
ოპოზიციას დღითიდღე უმძიმდება მდგომარეობა, ბორელის განცხადება ძალიან მძიმე დარტყმა იყო მათთვის - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,  ოპოზიციას თავისი პოზიციები დღითიდღე უმძიმდება.

ამის შესახებ მან ოპოზიციასთან კრისტიან დანიესლონის მედიაციით გამართული ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

"გუშინ ოპოზიცია ბორელსა და ზოგადად ევროკავშირს ლანძღავდა და დღეს ისაუბრეს წითელ ხაზებზე. ეს ძალიან მძიმე მოვლენაა და იმაზე მეტყველებს, თუ როგორია მათი დამოკიდებულება ზოგადად დასავლური ინსტიტუტების მიმართ.

ოპოზიციას დღითიდღე უმძიმდება მდგომარეობა. ბორელის განცხადება ძალიან მძიმე დარტყმა იყო  ოპოზიციისთვის. შემიძლია ის ვთქვა, რომ ოპოზიციას თავისი პოზიციები უმძიმდება,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

დღის ამბები