28 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
მედიაციის მე-6 დღე - შვედმა დიპლომატმა ქართველი პოლიტიკოსები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვა

შვედმა დიპლომატმა ქართველი პოლიტიკოსები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვა. ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ მრავალთვიანი პაუზის შემდეგ პირისპირ საგნობრივი მოლაპარაკებები დაიწყეს.

შვედი დიპლომატიის მედიაციის მე-6 დღე ბევრად პროდუქტიულია, თუმცა საბოლოო შეთანხმებამდე რთული გზაა გასავლელი.

შარლ მიშელის ემისარმა ქართველ პოლიტიკოსებს დღეს მაგიდაზე თავისი დოკუმენტი დაუდო.

4 საათიანი შეხვედრის შემდეგ დეტალები საზოგადოებისთვის კვლავ უცნობი რჩება, თუმცა მხარეები ადასტურებენ, რომ მუშაობა ყველა მიმართულებით მიდის.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩამონათვალშია რიგგარეშე არჩევნები ან ახალ არჩევნებამდე მისასვლელი გზა? -  პასუხები ამ კითხვაზე ზოგადია.

უცნობია, დაბრუნდება თუ არა მაგიდასთან შალვა ნათელაშვილი, რომელმაც დღეს ევროკავშირის ოფისი პროტესტის ნიშნად დატოვა.

მომდევნო კონსულტაციები ხვალ, 18 მარტს, შედგება.

დღის ამბები