28 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
კრიტიკა ჟოზეფ ბორელის განცხადების საპასუხოდ - ოპოზიციამ ბორელი ეუთოს დასკვნის არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლების დღევანდელ განცხადებებს წინ უძღოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმაღლესი კომისრის პირდაპირი გზავნილი, რომ საქართველოში თავისუფალი არჩევნები ჩატარდა.

განცხადებას ოპოზიციის მხრიდან მყისიერად მოჰყვა კრიტიკა. უფრო მეტიც, მათ ჟოზეფ ბორელი ეუთოს დასკვნის არასწორ ინტერპრეტაციაშიც დაადანაშაულეს.

ხელისუფლების ოპონენტებში "გირჩი" ერთადერთია, რომელმაც ბორელის განცხადება გზავნილად მიიღო და აღნიშნა, რომ ოპოზიციას ამით არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არგუმენტები ამოეწურა.

დღის ამბები