28 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
შეხვედრის შინაარსი იყო ძალიან რთული და მძიმე, შეხვედრები გაგრძელდება ხვალ - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრა რთული და მძიმე იყო.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ნაადრევია. 

"გრძელი და ძალიან რთული, მძიმე შეხვედრა იყო, ეს არის ის, რაც შემიძლია ვთქვა. ხვალ კიდევ გაგრძელდება შეხვედრები. არანაირ შედეგებზე არ შეიძლება საუბარი ამ ეტაპზე, რადგან რთული და მძიმე შეხვედრა იყო.

ჩვენი ამოცანა არის იგივე, ჩვენ გვინდა მოლაპარაკება,"- აცხადებს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

კრისტიან დანიელსონი უკვე მეექვსე დღეა თბილისში იმყოფება და დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებას ცდილობს. ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აქამდე მხარეებს ცალ-ცალკე ხვდებოდა, დღეს კი, ბოლო თვეების განმავლობაში პირველად, ოპოზიცია და "ოცნება" მოლაპარაკების მაგიდასთან ერთად დასხდნენ.

დღის ამბები