28 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
რთული საუბარი იყო, ჯერ შეთანხმებამდე შორია - ზურაბ ჯაფარიძე

პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ფასილიტატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრა იმაზე პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ამას მოელოდა. მისივე თქმით, რაღაც საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა. 

"იყო რთული საუბარი, რაღაც საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ ჯერ შეთანხმებამდე კიდევ შორია. საუბარი ხვალ გაგრძელდება. შეხვედრა იმაზე პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ველოდი,"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

ასევე, შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ პარტია "გირჩის" წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმება მანამდე არ იქნება, სანამ ყველა საკითხი არ იქნება განხილული. 

დღის ამბები