28 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
რატომ არის პოლიტიკური პატიმარი ადამიანი, რომელიც შეტევაში მონაწილეობდა პარლამენტის შტურმის დროს - გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ძალიან რთულად წარმოუდგენია რიგგარეშე არჩევნები ისე, რომ ამას არ ჰქონდეს იურიდიული საფუძველი. საკითხზე გია ვოლსკიმ "დღის კურიერის"ეთერში ისაუბრა.

"მე ძალიან რთულად წარმომიდგენია რიგგარეშე არჩევნები ისე, რომ ამას არ ჰქონდეს იურიდიული საფუძველი. რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით ყბადაღებულ თემას, რატომ არის პოლიტიკური პატიმარი ადამიანი, რომელიც შეტევაში მონაწილეობდა პარლამენტის შტურმის დროს, ან გადააგდო სამაჯური და საერთოდ თქვა, რომ არ არსებობს სახელმწიფოო და ძალით დააჭერინა თავი,"- აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები