28 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
თუ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, შეიძლება ცვლილებები მოხდეს ქუჩიდან და უფრო სწრაფად - პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რომ თუ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნა, ხელისუფლება, შესაძლოა, ქუჩიდან შეიცვალოს.

მისი განმარტებით, "სტრატეგია აღმაშენებელი" ამის მომხრე არ არის და სურს, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეთანხმების გზით შეიცვალოს. 

"ხელისუფლება ცდილობს ოპოზიცია გამოიყვანოს პატარა ბავშვად, რომელსაც რაღაც არ მოსწონს და კაპრიზების გამო ფეხებს აბაკუნებს, სინამდვილეში, ჩვენი ეს ორი მოთხოვნა ფუნდამენტურად პრინციპულია და არსებითად ცვლის რეალობას ქვეყანაში.

ხელისუფლების ცვლილებაც კი ვერ შეცვლის იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაშია. სისტემური ფორმით თუ არ გადავწყვიტეთ ის პრობლემები, რაც ქვეყანაშია, ჩვენ ვიმოძრავებთ ყოველთვის ამ მოჯადოებულ წრეში. ჩვენ,  "სტრატეგია აღმაშენებელი" სწორედ იმას ვამბობთ, რომ სისტემური განახლება გვჭირდება, რაც ნიშნავს, პირველ რიგში, ადამიანების მეტ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

თუ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება, უსამართლობას კიდევ მეტი უსამართლობა დაემატება და საერთო ჯამში, ფეთქებად აკუმულირებას მოახდენს ამ უარყოფითი და უსამართლო ენერგიის. შეიძლება ცვლილება განხორციელდეს არა საპარლამენტო გზით, არამედ ქუჩიდან და უფრო სწრაფად, რაც ჩვენ არ გვინდა, რადგან რისკები ძალიან დიდია რეგიონში და ჩვენ ვართ მომხრე შეთანხმების გზით ვიაროთ,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები